როდის უნდა მივიღოთ სიცხის დამწევი და რა ხდება ჩვენს ორგანიზმში სიცხის მატების დროს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა, "რუსთავი 2-ის" შუადღის ეთერში ეთერში ისაუბრა.
ექიმი საუბრობს, თუ რატომ არის ტემპერატურა ჩვენი იმუნური სისტემის უნივერსალური სიგნალი:
" ტემპერატურა ეს არის ჩვენი იმუნური სისტემის უნივერსალური სიგნალი. რა ხდება ამ დროს?! თუ ჩვენს ორგანიზმში შემოიჭრა მიკრობი, ერთადერთი აჩქარება, რომ იმუნურმა უჯრედებმა სწრაფად მიაღწიონ შემოჭრილ მტერთან, ეს არის სწორედ ტემპერატურული რეაქცია.
ეს არის ასევე დაცვითი ყველაზე მაგარი რეაქცია და ამიტომ, ჩვენ ვეუბნებით პაციენტებს, რომ 38.5-მდე ტემპერატურის დროს, არ მისცეთ პაციენტს სიცხის დამწევი. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება იმუნურ სისტემას, ააჩქაროს გადაადგილება შემოჭრილი მტრის მიმართულებით.
რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ 38.5 გრადუსის ზემოთ ტემპერატურაზე, რომელსაც რეაგირება სჭირდება, შესაძლოა ამას გართულებაც მოჰყვეს.
არიან ბავშვები, რომლებსაც მაღალ ტემპერატურაზე გულყრითი რეაქცია, იგივე კრუნჩხვა აქვთ. ამ შემთხვევაში უფრო ადრე იწყება ტემპერატურის მართვა.
ზოგადად, იგი წარმოიქმნება თავის ტვინში არსებულ თერმორეგულაციის ცენტრში და არის საპასუხო იმუნური რეაქცია, რათა იმუნურმა უჯრედებმა უფრო სწრაფად და ეფექტურად იმოქმედონ,"- განცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.