26 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
თეატრი ალტერნატიულ სივრცეში - ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში, იმერული ოდის წინ "დარისპანის გასაჭირი" პრემიერისთვის ემზადება

თეატრის სცენის ნაცვლად, იმერული ოდა დავით კლდიაშვილის "დარისპანის" გასაჭირის სათამაშოდ - რეჟისორმა დენ ჯოხაძემ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებთან ერთად გადაწყვიტა, ცნობილი ქართული ნაწარმოები ალტერნატიულ სივრცეში დადგას. თბილისი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ამისთვის შემოქმედებითმა ჯგუფმა ყოველგვარი დეკორაციების გარეშე იმერეთში განვითარებული მოვლენები იმერული ოდაში გააცოცხლა.

"დარისპანის" გასაჭირის ნახვის საშუალება თეატრის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში ექნებათ. ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისულ მაყურებელს არც ფარდა დახვდება და არც პარტერი, სპექტაკლის ნახვა მოქალაქეებს ღია ცის ქვეშ იმპროვიზებული სკამებიდან მოუწევთ.

დღის ამბები