26 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
ანტიკორუფციული ბიური განცხადებას ავრცელებს
ანტიკორუფციული ბიური განცხადებას ავრცელებს. 
 
"საზოგადოებრივი ინტერესების გამო გატყობინებთ შემდეგს :
2023 წლის 1 სექტემბრიდან, მხილება შეიძლება განხორციელდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ასევე, წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, ან სხვა საშუალებით, როგორც ეს კორუფციის წინააღდმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის, მე-20 (პრიმა 3) მუხლის პირველი პუნქტით არის დადგენილი.
 
2023 წლის 1 სექტემბრამდე, აღნიშნული მანდატი აქვს საჯარო სამსახურის ბიუროს და განცხადება შეგიძლიათ გააგზავნოთ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ( www.mkhileba.gov.ge ). ასევე მხილება შესაძლებელია წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით ან სხვა საშუალებით, რისთვისაც გიზიარებთ საჯარო სამსახურის ბიუროს საკონტაქტო ინფორმაციას.
დღის ამბები