26 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
სიცრუეა, რომ ლაზარე გრიგორიადისს თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ - სპეციალური პენიტენციური სამსახური

ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა და უარყო ის ინფორმაცია, თითქოს დაკავებულს თავი მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს.

"2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ.

დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას. მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით.

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.

ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები