აჭარა ტურისტული სეზონისთვის ემზადება. გაიმართა უწყებათაშორისი სამუშაო შეხვდა - უწყებებს დაევალათ საორგანიზაციო სამუშაოების დაწყება მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სატრანსპორტო ნაკადების და ნარჩენების მართვისთვის.
ითქვა, რომ ბათუმი 2023 წელს საერთაშორისო სპორტული, ტურისტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი იქნება.