კონსილიუმის წევრებმა კლინიკა "ვივამედი" დატოვეს. 4-მა ექიმმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მათივე თქმით, წინა ვიზიტის დროს სააკაშვილი რამდენიმე კილოთი მეტს იწონიდა ახლა კი ვითარება უარესობისკენ არის შეცვლილი.
"წონა მეტად დაკლებულია, კიდევ უფრო მეტად გამოიხატა კახექსიის მდგომარეობა და სისუსტე. პაციენტზე ხანგრძლივად დაკვირვების საფუძველზე უნდა გააწყვიტონ - თვითდაზიანებას ძალით აკეთებს, თუ ნებით, ჩვენ ამას ვერ ვიტყვით. მე ახლა ვამბობ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა," - განაცხადა სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, თენგიზ წულაძემ.
მანამდე ექსპრეზიდენტი დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი წონაში ისევ იკლებს და 61 კილოა. ექიმები კი ამბობენ, რომ სააკაშვილი შეგნებულად იღებს დაბალკალორიულ საკვებს, რომ წონაში დაიკლოს.