26 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
"რუსეთი ახლა მტრული გარემოა ამერიკის მოქალაქეებისთვის, დროა წახვიდეთ, თუ იქ იმყოფებით" - ჯონ კირბი რუსეთში ამერიკელი ჟურნალისტის დაკავებას ეხმაურება

რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს დაკავებული ჟურნალისტის ნახვის უფლებას არ აძლევს, ბაიდენის ადმინისტრაცია ჟურნალისტ ევან გერშ კოვიჩთან შეხვედრის უზრუნველსაყოფად მუშაობს - ინფორმაციას თეთრი სახლის წარმომადგენელი ჯონ კირბი ავრცელებს. ამასთან, ის შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

"სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღეთ საკონსულო წვდომა და ჩვენი საელჩოდან ვერავინ შეძლო მასთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას და ვიმუშავებთ იქამდე, სანამ საკონსულო დაშვებას არ მივიღებთ, რათა გავარკვიოთ, როგორ არის.

ახლა ამერიკელებისთვის რუსეთში ყოფნის დრო არ არის. თუ ახლა რუსეთში იმყოფებით - საქმეზე თუ სიამოვნებისთვის, ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისთვის, ახლა უნდა წახვიდეთ. რუსეთი არ არის საუკეთესო ადგილი, თუნდაც თქვენ ჟურნალისტი იყოთ, რომელიც მუშაობს. რუსეთი ახლა მტრული გარემოა ამერიკის მოქალაქეებისთვის. დროა წახვიდეთ, თუ იქ იმყოფებით," - აცხადებს ჯონ კირბი. 

შეგახსსენებთ, ამერიკული The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

დღის ამბები