პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 7-9 მარტის აქციების დროს, ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადის საქმეს ეხმაურება.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, მსგავსი დანაშაულის წინაშე კანონი იქნება შეუვალი.
"ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი და მით უმეტეს იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს პირდაპირ, შენიღბვის გარეშე ქვეყანაში არეულობის მოწყობას, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც იყენებენ ისეთ ადამიანებს, მაგალითად როგორიც არის ამ შემთხვევაში ეს პიროვნება.
ისეთი სახის ქმედება, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რომ პოლიციელზე ბედავენ და ასეთი მძიმე ხასიათის დანაშაულს აქვს ადგილი, მოლოტივს კოქტეილებს ესვრიან და ქუჩებში მანქანებს წვავდნენ, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, კანონი იქნება შეუვალი," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
შეგახსენებთ, რომ 7-9 მარტის აქციების დროს, ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეეფარდა. გუშინ გამართულ სხდომაზე, მოსამართლემ ბრალდების არგუმენტები დასაშვებად ცნო, რასაც დარბაზში უკმაყოფილება მოჰყვა.