26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვას, შეწყვიტონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება უნდა შეწყვიტოს.  

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მის გარემოცვას, რომ შეწყვიტონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება და მთელი ყურადღება დახარჯონ იმაზე, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება და რაც მთავარია, აღადგინოს მკურნალობა, შეასრულოს ის რეკომენდაციები და დანიშნულება, რომელსაც ექიმები აძლევენ. ამ ორი საბაზისო პირობის გარეშე, მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე საუბარი არის უბრალოდ სპეკულაცია," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

 

დღის ამბები