26 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
გვაქვს ინფორმაცია, რატომ იცვალა ფერი სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ მოვერიდებით დეტალებზე საუბარს, რადგან ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს - ირაკლი კობახიძე 

სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია, იქ დგას სალომე ზურაბიშვილი - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის წლევანდელ მოხსენებაში ძალიან ბევრი გაუგებარი განცხადება იყო.

"მე მაინც მაქვს იმედი, რომ ის წითელ ხაზებს და უკადრებელს არ იკადრებს. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს სათანადოდ აანალიზებს და მან ყველაფერი კარგად იცის, თუმცა სამწუხაროდ, ისეთი რაღაცების თქმა სჭირდება, რითაც უნდა, რომ ტაში გამოსტაცოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. დღეს მან ტაში რამდენჯერმე გამოსტაცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. სადაც დგას რადიკალური ოპოზიცია, იქ დგას სალომე ზურაბიშვილი. ამიტომ, მასთან მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ.

ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რატომ იცვალა მან ფერი, მაგრამ მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს. მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები