26 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები აქტუალურია, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს - ირაკლი კობახიძე

საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დაუშვას.

„არსებობს გლობალური ომის პარტია. ამაში ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს, კონკრეტულ ადამიანებს. არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, მაქსიმალურად გახანგრძლივდეს, მაგალითად, უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, ეს ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია. ამ ფონზე, მთავარია, ჩვენ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები. რაც მთავარია, ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. ჩვენ საქართველოს უკრაინიზაცია არ უნდა დავუშვათ, არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ. ამას სჭირდება ყოველდღიური სიფხიზლე. ეს რისკები ჯერ კიდევ აქტუალურია. მეორე ფრონტთან დაკავშირებული რისკები არის აქტუალური. საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა გლობალურ ომის პარტიას საქართველოში საკუთარი გეგმების რეალიზების საშუალება არ მისცეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები