26 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
"საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მიმართ წინააღმდეგობამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს კითხვის დასმაში, აქვთ თუ არა ქვეყნებს უფლება, შეზღუდონ უცხოური გავლენა" - OpenDemocracy

საქართველოში "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის მიმართ წინააღმდეგობამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს კითხვის დასმაში, აქვთ თუ არა ქვეყნებს უფლება, შეზღუდონ უცხოური გავლენა, - ნათქვამია დამოუკიდებელი საერთაშორისო მედია პლატფორმა "ოფენ დემოქრასის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით "ჩვენ გვჭირდება გულწრფელი საუბარი "უცხოური აგენტების შესახებ კანონზე".

"საქართველო აპირებდა კანონის მიღებას, რომელიც ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ავალდებულებდა, გამოექვეყნებინა უცხოური დაფინანსება და დარეგისტრირებულიყო უცხოურ აგენტად, რაც აღსრულდებოდა შემოწმების და ჯარიმების გზით. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი იმ კანონის მსგავსი იყო, რომელიც რუსეთში 10 წლის წინ მიიღეს. ამას მოჰყვა საპარლამენტო დებატები, ქუჩის პროტესტი და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლა, რის შემდეგაც კანონპროექტი გაიწვიეს," - წერს სტატიის ავტორი და იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთი არც პირველი და არც ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მიიღო კანონი "უცხოური აგენტის" შესახებ, კანონი მიიღეს უნგრეთში და არაერთხელ დადგა დღის წესრიგში ყირგიზეთში.

ავტორი განმარტავს, რომ "დასავლეთში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არღვევენ საქველმოქმედო პოლიტიკის ბარიერს, სწრაფად კარგავენ დონორთა კეთილგანწყობას, მაგრამ როდესაც გრანტის მიმღებ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ეწევიან პარტიულ, ტოქსიკურ პოლიტიკას, დონორები მაინც განაგრძობენ მათ დაფინანსებას" - ვკითხულობთ სტატიაში.

დღის ამბები