26 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
თბილისი ტრადიციად ქცეული მუსიკალური ფესტივალის მასპინძლობისთვის უკვე მეთოთხმეტედ ემზადება - Open Air 2023 ივნისში ჩატარდება

თბილისი ტრადიციად ქცეული მუსიკალური ფესტივალის მასპინძლობისთვის უკვე მეთოთხმეტედ ემზადება. "ოუფენ ეარ 2023-ის დაწყებამდე სამი თვით ადრე უკვე მზადაა იმ მუსიკოსების სია, რომლებიც ქართველი და უცხოელი მელომანებისთვის დაუკრავენ.

თანამედროვე მუსიკის ფესტივალის სცენას პირველად დაიკავებს ისლანდიური ჯგუფი "კალეო". ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, მუსიკისა და ცეკვის მოყვარულებს, კვლავ შეხვდება ტომ ოდელიც. უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად, "ოუფენ ეარზე" ქართველი მუსიკოსებიც დაუკრავენ, მათ შორის ახალბედები. ფესტივალი, რომლის მთავარი იდეა გემოვნებიანი მუსიკის გარდა, ადამიანის თავისუფლებაა, მუსიკის მოყვარულებს 23, 24 და 25 ივნისს "ლისი ვანდერლენდის" ტერიტორიაზე უმასპინძლებს.

ჰედლაინერებში ელექტრო მუსიკის მოყვარულებისთვის ბენ კლოკი მოხვდა, რომელიც "ოფენ ეარის" მეორე დღეს დაუკრავს. მომდევნო დღეს "მოდერატი" განაგრძობს, მას შემდეგ "მეინ სთეიჯს" ფრანგი მომღერალი იმანი დაიკავებს.

თავისუფლება, მრავალფეროვნება, ადამიანის თანასწორი უფლებები - ეს ის მთავარი ღირებულებებია, რომელთა გარშემოც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ერთიანდება.

დღის ამბები