გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთის მიერ თავმჯდომარეობა ცუდი ხუმრობაა - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე წერს.
"რუსეთი აწარმოებს კოლონიალურ ომს, მისი ლიდერი ომის დამნაშავეა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ბავშვების გატაცებისთვისაა ძებნილი. მსოფლიო არ შეიძლება იყოს უსაფრთხო ადგილი, როცა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოშია," - აცხადებს დმიტრო კულება.
საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, რუსეთი 1-ელ აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.