26 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
სპეცოპერაციის ფარგლებში კახეთის რეგიონის მასშტაბით 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს

რამდენიმე სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სამართალდამცველები სპეციალურ ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებენ. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული, ფონიჭალაა. აქ უკვე აიყვანეს 10-ზე მეტი პირი, მათ შორის ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.  

"მოხუცი კაცი და ერთი ქალია. ორი შვილი ჰყავს, ციხეშია ორივე, ერთი ქალს ეჩხუბა და ციხეშია, იგივე ბრალდებით არის მეორეც," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სამართალდამცველები იმყოფებიან ლაგოდეხის სოფელ კაბალშიც, მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. სპეცოპერაციის ფარგლებში კახეთის რეგიონის მასშტაბით დაკავებულია ოთხი ნარკორეალიზატორი.

"კახეთის რეგიონში მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი. სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული პირების მიმართ გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვები და სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება," - განაცხადა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კალანდაძემ.

დღის ამბები