შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტის აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგადაც სამართალდამცველები დაშავდნენ.
დაკავებული 21 წლის ახალგაზრდაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელ-დადებულია, გარდა ამისა ის პასუხისგებაში იყო მიცემული ოჯახური დანაშაულისათვის; ამჟამად განსასჯელი პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
უწყებაში განმარტავენ, რომ სწორედ დაკავებულმა წაუკიდა ცეცხლი დემონსტრაციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილსაც.