26 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს გომი-საჩხერე-ჭიათურის გზით - რა ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის (149-ე კმ) მონაკვეთზე, არსებული გზის სიახლოვეს მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროების გამო, საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

მსუბუქი ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

დღის ამბები