26 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
პროცესი არ ჭიანურდება, სტრასბურგში საქმის შეტანის პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს - გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში შეტანა არ ჭიანურდება და პროცესი ზუსტად იმ თანმიმდევრობით მიდის, როგორც საჭიროა.

"პროცესი არ ჭიანურდება, სტრასბურგის საქმის შეტანის პროცესი მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. როდესაც არაიურისტები საუბრობენ ამ პროცესზე, მათთვის შეიძლება რთული იყოს იმის გაგება, რატომ არ არის დღეს ან გუშინ შეტანილი, ან შეიტანენ თუ არა ხვალ, მაგრამ როდესაც იგივე რიტორიკა ისმის ბატონი ღარიბაშვილის ან კობახიძის პირით, მათ ზუსტად იციან, განსაკუთრებით კობახიძემ, თუ რა პროცედურაა გასავლელი და რას საჭიროებ სტრასბურგის სასამართლოში საქმის შეტანა. რაც უფრო მეტი ლაპარაკი იქნება ამ სტრასბურგზე, მით უფრო დააზიანებენ მხარეები საკუთარ თავს. ამიტომ, მაქსიმალურად ვერიდებით. იურიდიული სტრატეგია ასეთია - ვისაც სტრასბურგთან შეხება ჰქონია მან იცის, პირველი რაც შენ გაზიანებს ეს არის, მუქარები რომელსაც შენ ეწევი და ეს პროპაგანდა, სტრასბურგში შედის თუ არ შედის საქმე ამ სახელმწიფო რიტორიკის ნაწილია", - განაცხადა ჩალაძემ.

 

 

დღის ამბები