26 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში ყოველწლიურად მცირდება - რამდენი პროცენტითაა შემცირებული დაავადების გავრცელება საქართველოში

C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში ყოველწლიურად მცირდება. ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მწვავე ქრონიკული დაავადების გავრცელება საქართველოში 67%-ით შემცირდა და ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 14 წლის წინ ჩატარებული კვლევების თანახმად, C ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანი იყო ინფიცირებული. მოქალაქეები ხშირ შემთხვევებში, მკურნალობის კურსის ფასიდან გამომდინარე იძულებულები იყვნენ, ევროკავშირის ქვეყნებს, ლტოლვილებად ჩაბარებოდნენ.

ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 2015 წლიდან ვირუსით დაავადებულ პირებს საკუთარი ჯიბიდან 15 ათასი დოლარის გადახდა აღარ უწევთ, სახელმწიფო C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს. ბოლო 7 წლის განმავლობაში ელიმინაციის პროგრამაში, 80 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. ამერიკული მედიკამენტებით მკურნალობის შედეგად, უკვე გამოჯანმრთელებულია, თითქმის 57 ათასი ადამიანი. ახლა სახელმწიფო თითოეულ ადამიანზე რომელსაც C ჰეპატიტის ვირუსი აქვს, 125 ათას ლარს ხარჯავს, საბოლოო ჯამში კი, ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების გადასარჩენად 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

ლაშა აბესაძე, მწვავე ქრონიკულ დაავადებას რამდენიმე წელი ებრძოდა. მაშინ არსებული მედიკამენტი, რომელიც 15 ათასი დოლარი ღირდა, გამოჯანმრთელების მხოლოდ 40 %-იან შანს აძლევდა. ახალი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 3 თვიანი კურსი სრული რეაბილიტაციისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

რთული პერიოდის გავლა მოუხდა ბესო კუპრეიშვილსაც. თანხების არ არსებობის გამო, გარკვეული პერიოდი მკურნალობაც კი შეწყვიტა. 2015 წლის დასაწყისში, ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საჭირო დიაგნოსტიკა და კვლევები 100%-ით დაუფინანსდა. ყველა კურსის გავლის შემდეგ, მკურნალობამ ყოფილი ბენეფიციარისთვის სასურველი შედეგი გამოიღო.

ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს, რომელსაც საექიმო და სამეცნიერო მიღწევები აქვს ჰეპატიტების მიმართულებით, ამბობს, რომ ვირუსის სრული ელიმინაცია 2025 წელს მოხდება .

ელიმინაციის პროგრამა, საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია "გილიარდთან“ ერთად განახორციელა.

დღის ამბები