26 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
იტალიაში, ოჯახის სარჩენად წასული ახალგაზრდა ქალი, სიკვდილს გუშინ სასწაულებრივად გადაურჩა -  47 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, იტალიის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

იტალიაში, ოჯახის სარჩენად 4 წლის წინ წასული ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გუშინ სასწაულებრივად გადაურჩა. 32 წლის საქართველოს მოქალაქეს, ქმარმა იტალიის ქალაქ ბარიში დანით კისრის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, სასიკვდილოდ განწირული ცოლი ადგილზე დატოვა, თავად კი სისხლიანი ტანსაცმლით გაიქცა. ქალი სიკვდილს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ პოლიციაში დარეკვა მოასწრო. ადგილზე მისულმა კარაბინიერებმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საქართველოს მოქალაქე საკუთარ ბინაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს.

დამნაშავის დაკავება იტალიის პოლიციამ, ცხელ კვალზე რამდენიმე საათში შეძლო. როგორც აღმოჩნდა 47 წლის მამაკაცს რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა მეუღლესთან უთანხმოება ჰქონდა, მორიგი კონფლიქტის დროს კი, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ცოლი კლინიკიდან უკვე გამოწერეს, თუმცა 32 წლის ქალი შოკურ მდგომარეობაშია. მოძალადე ქმარი კი ქალაქ ბარის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიცია ამბობს რომ ის შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ავტომობილის საშუალებით ცდილობდა. კურიერისთვის ცნობილი გახდა რომ რამდენიმე წლის წინ იტალიიდან დეპორტაციის შემდეგ ბრალდებულმა ვინაობა შეიცვალა და ქვეყანაში სხვა სახელი და გვარით რამაზ კლდიაშვილის პასპორტით შევიდა.

ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარებამ ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

დაზარალებული მოინახულეს იტალიაში მყოფმა მეგობრებმა. "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი იტალიაში სამუშაოდ დაახლოებით ოთხი წლის წინ ჩამოვიდა. დაზარალებულის ახლობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის რაიმე კონფლიქტის შესახებ ამ დრომდე არ სმენიათ.

დანაშაულის დეტალებს იტალიაში ადგილობრივი მედია საგამოძიებო უწყებებზე დაყრდნობით აშუქებს. პრესა წერს, რომ ცოლზე თავდასხმის შემდეგ მამაკაცი მიმალვას ცდილობდა. ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში, გაქცევის დროს დააკავა. 

47 წლის მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა და ქალაქ ბარიში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. კურიერის ინფორმაციით, ის წარსულში იტალიიდან ერთხელ უკვე დეპორტირებულია, რის გამოც ვინაობა შეიცვალა და ამჟამად რამაზ კლდიაშვილის სახელზე გაცემული პასპორტით სარგებლობს.

დაჭრილი ცოტა ხნის წინ სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს და ახლა მკურნალობას ბინაზე განაგრძობს. თავდასხმაში ბრალდებული ქმარი კი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

დღის ამბები