26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
რას ამბობენ სოფელში, სადაც 63 წლის კაცი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის დააკავეს - ახალი დეტალები ქარელში მომხდარ დანაშაულზე

"კურიერი" ადგილობრივებს ესაუბრა - დანაშაულის შესახებ სოფელში ყველამ იცის, თუმცა დეტალებზედ საუბრისაგან თავს იკავებენ და გამოძიების დასრულებას ელოდებიან. მეზობლები ჰყვებიან, რომ 63 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში დააკავეს. ამასთან, მათივე ცნობით, დამნაშავე და მსხვერპლი მეზობლები არიან და დანაშაულიც სახლთან ახლოს მოხდა.

"25 წელია აქ ვცხოვრობ და მაგ კაცისთვის მაგის მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. ცოდოს თქმა ძნელია, აგოს პასუხი. პატარა რაღაცა არის ამ ხნის კაცზე ამხელა რაღაცის თქმა. ერთად დავბერდით და ცოდვა როგორ ვთქვა..." - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"კურიერი" ასევე იმყოფებოდა დაზარალებული მოზარდის ოჯახშიც, თუმცა მათ კამერებთან გამოჩენა არ ისურვეს.


ამასთან, "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ თავად დაკავებული საკმაოდ აქტიური იყო, არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე სოფელში "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორია. ამ საკითხთან დაკავშირებით "კურიერი" "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ესაუბრა.

"აღნიშნული პიროვნება ჩვენი პარტიის წევრი არ ყოფილა, ამის ოფიციალურად დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობს. რაც შეეხება ფაქტს, რა შეიძლება ითქვას? ვინც არ უნდა იყო ს და ვისი ნათესავიც არ უნდა იყოს, რომელი პარტიის წევრიც არ უნდა იყოს, თუ ეს ფაქტი დადასტურებულია ან დადასტურდება, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს", - განაცხადა მარიამ ქელასაშვილმა.

ცნობისთვის, გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანი გოგონას მიმართ შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, დაკავებულია 63 წლის კაცი. ირკვევა, რომ მოზარდი გოგონა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

დღის ამბები