26 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
დღეს ჩვენ გვაქვს საფრანგეთის გადაწყვეტილება, რომელმაც "ჰოლოდომორი" უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა - ზელენსკი საფრანგეთს მადლობას უხდის

უკრაინაში, ბრძოლების ეპიცენტრად ბახმუტთან ერთად რჩება ბელოგოროვკა, ავდეევკა და მარინკა.

გასულ ღამით ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქზე - არიან დაშავებულები;
დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლება.

პარალელურად, საფრანგეთმა უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა „ჰოლოდომორი". რისთვისაც
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთს მადლობა გადაუხადა.

"დავბრუნდი ჩვენი სუმის რეგიონიდან, ჩვენი მესაზღვრეების პოზიციებიდან. რეგიონი რომელიც მტრის გვერდით არის. არსებობს მუდმივი საფრთხე.

ჩვენი საზღვრები მუდმივად იბომბება. მაგრამ სიცოცხლე და ჩვენი ხალხი აშკარად უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერი შიში. აღდგენა გრძელდება, ბიზნესი თანდათან ბრუნდება და ადამიანები ხელახლა აშენებენ თავიანთ ცხოვრებას.

დღეს ჩვენ გვაქვს საფრანგეთის გადაწყვეტილება, რომელმაც „ჰოლოდომორი" უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის, ისტორიული სიმართლის სხვა ევროპულ ქვეყნებში გავრცელებისთვის,"- აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები