საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა,- ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებენ.
"საფრანგეთმა 1932-33 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი ხალხის გენოციდად აღიარა. ისტორიული გადაწყვეტილება საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მიიღო. კრემლის წარსული და ახლანდელი ტოტალიტარული რეჟიმი ვერასოდეს მოუღებს ბოლოს სიმართლეს და სამართლიანობას." - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი