26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ისრაელში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება - ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა სასამართლოების შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა ზაფხულამდე გადადო, თუმცა საპროტესტო აქციები არ წყდება

მასშტაბურმა პროტესტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი აიძულა, სასამართლო სისტემის რეფორმა შეეჩერებინა, თუმცა პრემიერის ოპონენტებს მისი განცხადების არ სჯერათ და მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ დროის მოგება და პოლიტიკური ხრიკია.

ოპოზიციის მსგავსად, ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლამ კითხვები გააჩინა მოსახლეობაშიც. ისრაელის მოქალაქეების დიდი ნაწილი კანონპროექტის განხილვის გადადებით უკმაყოფილოა. ისრაელში დემონსტრაციები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, რაც საბოლოოდ, პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

ისრაელის პრემიერის მიმართვა დადებითად შეაფასეს თეთრ სახლში, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნეს რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისა და დემოკრატიისადმი ურყევია.

პოლიტიკური მანევრი თუ კონსენსუსის მიღწევის მცდელობა? - რას ემსახურებოდა ნეთანიაჰუს მიმართვა - ამ კითხვაზე ანალიტიკოსებს პასუხის გაცემა უჭირთ, თუმცა მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს რომ პრემიერმა გაკეთებული განცხადებით მთავრობის მეთაურის თანამდებობა შეინარჩუნა.

საყოველთაო გაფიცვამ და მასშტაბურმა პროტესტმა ქვეყნის პარალიზება გამოიწვია. ისრაელი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის .სადაო რეფორმა, უზენაეს სასამართლოს მთავრობის მიერ მიღებული კანონების შეჩერების უფლებას უზღუდავს, მთავრობისთვის კი მოსამართლეების შერჩევის პროცესში უფლებამოსილებას ზრდის.

 

 

დღის ამბები