26 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ბრინჯი - პირველადი მოხმარების პროდუქტების გარდა, ფასები სრულ ასორტიმენტზეც მცირდება

წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ბრინჯი - პირველადი მოხმარების პროდუქტების გარდა ფასები სრულ ასორტიმენტზეც მცირდება. მოქალაქეები ამბობენ რომ ბოლო პერიოდში სასურსათო მაღაზიათა ქსელებსა და სუპერმარკეტებში ფასდაკლებები გახშირდა. "კურიერის” რესპონდენტების თქმით, სურსათზე აქციების სახით დაბალი ღირებულების შენარჩუნება აუცილებელია.

მთავრობასა და კომპანიებს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პირველი შედეგი სახეზეა. "რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ქსელურ მარკეტებში პირველადი მოხმარებისა და სხვა პროდუქტებზე ღირებულების კლების ტემპზე საუბრობს. ამბობს, რომ სამუშაო პროცესი გრძელდება, რომ მომხმარებლებს დახლებზე უფრო შემცირებული ფასები დახვდეს.

კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რაზეც აქციები მიმდინარეობს და ფასები შემცირდა, მრავალრიცხოვანია. სასურსათო ბაზრის მოკვლევა კი იმპორტის თვითღირებულებიდან, საცალო ვაჭრობის ქსელში მიწოდებამდე და ფასნამატის გათვალისწინებით მოხდა.

პროდუქტებზე ფასების შემცირების აუცილებლობაზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა რომ სურსათზე 70 და ზოგ შემთხვევაში 100 პროცენტიანი ფასნამატი დაუშვებელი და მიუღებელია. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ გუნდს საკითხის შესწავლა და პრობლემის გადაჭრა დაავალა. პრემიერის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს რომელიც სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივას ეხება.

დღის ამბები