26 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
თაღლითური გზით მითვისებული 340 მილიონ დოლარზე მეტი - ვინ არის ლადო ახოტნიკოვი, რომელზეც "კურიერი" ჯერ კიდევ აგვისტოში საუბრობდა და რატომ არის ის აშშ-ს "შავ სიაში"

გლობალური კრიპტო პირამიდა და ქსელი, რომელმაც თაღლითური გზით 340 მილიონი დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინა საქართველოშიც გაშიფრულია - ე.წ. "ჭკვიანი კონტრაქტების" შემქმნელს, საქართველოში არსებული ქონების განკარგვის უფლება აღარ აქვს. ვლადიმერ ახოტნიკოვს მომგებიანი ბიზნესი საქართველოშიც წამგებიანად ექცა.

ყაზახი წარმოშობის რუსეთის მოქალაქეზე, რომელიც შეერთებულიც შტატების "შავ სიაში" შეყვანილი, ახალა საქართველოშიც ძებნაა გამოცხადებული.

დაყადაღებულია 2 მილიონი ლარის უძრავი ქონება, მათ შორის, ვაკის პრესტიჟული დასახლების ბინები, ავტოსადგომები და ძვირადღირებული Lexus-ი. "კურერიმა" გაარკვია, რომ 44 წლის წლის ვლადიმერ ახოტნიკოვი ბინაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. მეზობლები რუსეთის მოქალაქეს არ იცნობდნენ, თუმცა ხშირად ხედავდნენ ცოლ-ქმარს ერთად. ადგილობრივების თქმით უკვე თვეებია ახოტნიკოვების ოჯახი აღარ უნახავთ.

საქართველოში ძებნილ რუსეთის მოქალაქეზე სპეციალური განცხადება ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმაც გაავრცელა. დოკუმენტში წერია, რომ ვლადიმერ ახოტნიკოვი სხვა პირებთან ერთად თაღლითურად მილიონობით დოლარს დაეუფლა. კომპიუტერული თაღლითობის მუხლით ამერიკის შესაბამისმა ორგანოებმა დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეებს ბრალიც წარუდგინა.

არ არის გამორიცხული რომ ახოტნიკოვის გარდა გამოძიების არეალში მოხვდნენ ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირები. საინვესტიციო პლატფორმა "ფორსაჟის" შემქმნელები საკუთარ პროექტს ლეგიტიმური და დაბალი რისკის მქონე მომგებიან ინვესტიციად ასაღებდნენ, თუმცა "მსხვერპლი ინვესტორების" დიდ ნაწილს უკან არცერთი ცენტრი არ დაუბრუნებიათ.

ამასთან, კრიპტო თაღლითების ამერიკულ "შავ სიაში", სადაც ყველა რუსეთის მოქალაქეა ვლადიემრ ახოტნიკოვი პირველი წერია, სავარაუდოდ ის "ლადო" მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში გადმობარგდა.

საერთაშორისო თაღლითობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ეს ინფორმაცია "კურიერს" მისი ინტერესების დამცველმა მიაწოდა. ადვოკატის თქმით, ახოტნიკოვმა ჩვენება გამოძიებას რამდენიმე თვის მისცა, მაშინ როდესაც ის უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საქმეზე, მოწმის სტატუსით გამოჰკითხეს.

ადვოკატმა ახოტნიკოვის ადგილსამყოფლის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა, თუმცა დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქემ საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა. კურიერის ინფორმაციით, ბრალდებული ახლა დუბაიში იმყოფება.

ბრალი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ ახოტნიკოვს წარუდგინა 9 და 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უახლოეს პერიოდში ბრალდების მხარე სასამართლოს მიმარტავს, რომ რუსეთის მოქალაქის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელოს.

 

დღის ამბები