26 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
ჯილდო მიხეილ სააკაშვილს - ნორვეგიელი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, როგორია პოლიტიკური შეფასებები

ნორვეგიელი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში დღის მეორე ნახევარში მივიდა. ჰელენ სანდ ანდერსენი უწყებამ კონკრეტული მიზეზით დაიბარა. ოფიციალურმა თბილისმა უშუალოდ დიპლომატისგან მოითხოვა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემის თაობაზე. განხილვის თემა იყო თავად ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარიც, სადაც დიპლომატმა გაოცება გამოთქვა სააკაშვილის თემის ტერორისტ ბრეივიკთან შედარების თაობაზე. ჰელენ სანდ ანდერსენმა საგარეო უწყება განმარტების გარეშე დატოვა.

უწყებაში დაბარების მიზეზებზე და ქართული მხარის პოზიციაზე, შეხვედრის დასრულებიდან მალევე სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

ნორვეგიის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება "ნაციონალურ მოძრაობაში” გააპროტესტეს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, სააკაშვილმა ჯილდო დამსახურებულად მიიღო.

თბილისის რეაქცია სწორი პოლიტიკური ნაბიჯია მმართველი პარტიისთვის. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის გადაწყვეტილება პასუხს ითხოვდა.

ნომინაციაა, მთავარი მიზეზი რის გამო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობისთვისაც ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ყველაზე ბევრი კითხვა სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ იყო

სააკაშვილისთვის სურ ლინდერბრეკეს სახელობის პრიზის გადაცემას ცინიზმი უწოდეს სახელისუფლებო გუნდში. ”ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით, ნორვეგიის ელჩს არც ამ საკითხზე გაკეთებული შეფასებები უნდა უკვირდეს.

ნორვეგიელი დიპლომატის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებამდე, საელჩოსთან აქციაც გაიმართა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაპატიმრებული და ნაწამები პირების ახლობლები ექსპრეზიდენტისთვის ჯილდოს მინიჭებას აპროტესტებდნენ.

სურ ლინდებრეკეს სახელობის ჯილდო, რომელიც ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვისაა მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ 25 მარტს მიენიჭა. პრიზი სააკაშვილის დედას და შვილს გადასცე.

დღის ამბები