26 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
კახა ოქრიაშვილს თავის განცხადებაში წამოსცდა ერთი სიმართლე, ოქრიაშვილი ერთგვარი დამხმარე ხელია მერაბიშვილისთვის, რომელიც რეალურად ფლობს მის ბიზნესს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახა ოქრიაშვილს წამოსცდა, რომ ეს კომპანია მას არ ეკუთვნის და პირველ რიგში ის, ვანო მერაბიშვილის საკუთრებაა.

კობახიძეს კახა ოქრიაშვილის მიერ "ფეისბუქზე“ გავრცელებულ პოსტთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

"პრემიერმა აღნიშნა, რომ ოქრიაშვილმა კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად რამდენჯერმე გაზარდა. თან, თუ არ ვცდები, საუბარი იყო ონკოლოგიური დანიშნულების მედიკამენტებზე. ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ამაზე ოქრიაშვილის პასუხი იყო, რომ მისი კომპანია ყოფილა თურმე არა მისი, არამედ სახალხო საკუთრება. როგორი სახალხო საკუთრება არის ოქრიაშვილის კომპანია, ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ მას ჰქონდა ერთგვარი წამოცდენა, ერთი სიმართლე თქვა თავის განცხადებაში, ეს არის ის, რომ ეს კომპანია სინამდვილეში არის არა ოქრიაშვილის, არამედ, პირველ რიგში, ვანო მერაბიშვილის. თავიდანვე ასე შეიქმნა ეს კომპანია და დღემდე ოქრიაშვილი არის ერთგვარი დამხმარე ხელი ვანო მერაბიშვილისთვის, რომელიც რეალურად ფლობს ამ ბიზნესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები