26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს - მისი მდგომარეობა მძიმეა

32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს იტალიაში. თავდასხმა ქალაქ ბარის, ლიბერტას რაიონში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცმა მსხვერპლს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება მალევე მოახერხა. მოტივი უცნობია.

რაც შეეხება დაზარალებულს, ის მკურნალობას კლინიკაში გადის. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები