საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს. საქართველოს გუნდი ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეხვედრას ეროვნული ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. ნორვეგია კი საქართველოში გუნდის ლიდერის, ერლინგ ჰაალანდის გარეშე ჩამოვიდა. საფეხბურთო მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი