26 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ტენესის შტატის ერთ-ერთ კერძო ქრისტიანულ სკოლაში სროლის შედეგად მოკლულია 3 მოსწავლე და 3 ზრდასრული

ტენესის შტატის ერთ-ერთ კერძო ქრისტიანულ სკოლაში სროლის შედეგად მოკლულია 3 მოსწავლე და 3 ზრდასრული. გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 8-დან 9 წლამდეა. მოკლულია თავად ეჭვმიტანილიც, რომელიც სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი ქალია, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. ის სამი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.

მომხდარს ამერიკის პრეზიდენტი გამოეხმაურა: "ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ შეიარაღებული ძალადობის შესაჩერებლად, მოვუწოდებ კონგრესს, დაამტკიცოს აკრძალვა თავდასხმით იარაღზე" – განაცხადა ჯო ბაიდენმა.


დღის ამბები