26 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით 31 მარტს გამოვა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიო კვირაა, სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

"პრეზიდენტთან შევთანხმდით 31 მარტზე, ანუ მიმდინარე კვირის პარასკევს, რომ შედგეს ყოველწლიური მოხსენება. რეგლამენტის მიხედვით, ამ სხდომაზე, სხვა საკითხები გარდა მოხსენებისა არ განიხილება. ვინაიდან, სასესიო კვირაა, შესაბამისად, პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე მოწვევის თხოვნით და გვექნება, რიგგარეშე სხდომა 31 მარტს, პარასკევს 12:00 საათიდან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დღის ამბები