26 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებმა მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის აცილება მოითხოვეს

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. დაკავებულთა ადვოკატებმა, მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი განცხადებით, შუამდგომლობის მიზეზი მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული ეჭვია.

როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, ბრალდებულებსაც და მათი ოჯახის წევრებსაც განცდა რჩებათ, რომ მოსამართლეს უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს.

ადვოკატების შუამდგომლობას პროკურატურა არ დაეთანხმა. თავად მოსამართლემ კი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღეს დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა თქვა, მომდევნო სხდომაზე კი პროცესი ბრალდების მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

დღეს სიტყვით ერთ-ერთმა დაკავებულმა - "გრინ სერვის პლიუსის" დირექტორმა ისარგებლა. ლაშა ფურცხვანიძის თქმით, ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის ობიექტურად დადგენა მის ინტერესებშიც არის.

დღის ამბები