26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ვინ გამოიყენა წიწაკის სპრეი საკლასო ოთახში - შემთხვევა ბათუმის N1 საჯარო სკოლაში მოხდა

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის 10-მდე მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, კლინიკაში მოხვდნენ მანდატური და პედაგოგიც. სკოლაში სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ბავშვებს ცრემლდენა და თავბრუსხვევა აღენიშნებათ.

არასრულწლოვნების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ კლინიკიდან მალე გაწერენ.

მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო. დირექტორის განცხადებით, უცნობია, ვინ გამოიყენა ნივთიერება. სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ კონკრეტულ კლასში მასწავლებელს ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა და ხველება დაეწყო, რომლის შესახებაც გვაცნობეს ჩვენ და მე და მანდატური პირადად ავედით ამ კლასში. მასწავლებელი და ბავშვები გამოვიყვანეთ საკლასო ოთახიდან. ბავშვების გამოყვანის შემდგომ თავის დაცვის, პრევენციის მიზნით გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. პირველ რიგში დახმარება დასჭირდა მასწავლებელს, მოვახდინეთ მშობლების ინფორმირება და ვაცნობეთ იმის შესახებ, რომ კონკრეტულად რამდენიმე ბავშვს დაეწყო თავის ტკივილები, სიმპტომების გამო, პრევენციის მიზნით მოსწავლეები გადაყვანილი არიან ბავშვთა საავადმყოფოში.

ვერ გეტყვით კონკრეტულად, მოსწავლეების უფლებების დაცვის მიზნით ვერ გეტყვით ვინ გამოიყენა წიწაკის სპრეი. დადგენილი ჯერ არ არის," - აცხადებს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე.

დღის ამბები