26 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
შეურაცხყოფაა ჩვენი ხალხის, რომ ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში - პრემიერი

პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში, ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზის გადაცემას გამოეხმაურა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მჩაგვრელი და მკვლელი რეჟიმის დამფუძნებლისთვის მსგავსი ჯილდოს გადაცემა ქართველი ხალხის დაცინვის ტოლფასია.

"რამხელა დაცინვაა ჩვენი ხალხის და შეურაცხყოფა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი, დააჯილდოვეს ადამიანის უფლებების დარგში.

ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ეს არაფერს არ ნიშნავს და დაახლოებით არის იგივე, არ მინდა მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ, რადგანაც ნორვეგიის ამ ორგანიზაციიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა, დაახლოებით იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ეს ჯილდო.

სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის - ეს ერთი. მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზის გადაცემის გადაწყვეტილება ნორვეგიაში მიიღეს. სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა.  

დღის ამბები