26 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
"საუბარია იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს" - ირაკლი ღარიბაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რესპუბლიკურ საავადმოფოსთან დაკავშირებით არსებულ ვნებათაღელვას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, იმავე ადგილას იგეგმება ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, სადაც დღეს არსებული მედპერსონალიც სრულად დასაქმდება და არცერთი მათგანი სამუშაო ადგილს არ დაკარგავს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებასთან დაკავშირებით ახალ ხედვას უახლოეს დღეებში წარადგენს.

"ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კითხვა დაისვა, თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ბატონი ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, რაც, რა თქმა უნდა, არის სიცრუე. არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე.

გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარი არის იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. არავითარი მღელვარების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები