26 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ბევრი რამე გავაკეთეთ - ჰუმანიტარული თვალსაზრისით და დიპლომატიური არხებით - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში და იმ პირებს ვინც ომის პერიოდში უკრაინაში რჩებიან, ღირსეულად გაწეული დიპლომატიური სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ძალიან ბევრი აქტივობა განახორციელა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

"საქართველოს საელჩო კიევში ძალიან აქტიურად მუშაობს ამ რთულ პერიოდში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ელჩს, თითოეულ დიპლომატს მადლობა გადავუხადო ამ ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან ღირსეულად ჩატარებული აქტივობებისთვის და დიპლომატიური საქმიანობისთვის კიევში. მე მქონდა შესაძლებლობა რამდენჯერმე საერთაშორისო ღონისძიებების ფორმატში, ჩემს კოლეგასთან შეხვედრის და მასთან საუბრის. ზოგადად ჩვენ ომის დაწყების დღიდან, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ და გრძელდება ეს პროცესი. ჩვენი დახმარება გამოიხატებოდა ორ მთავარ განზომილებაში, ეს არის უკრაინელი ხალხის დახმარება ჰუმანიტარული თვალსაზრისით, იცით რომ ჩვენ საქართველოშიც გვყავს უკრაინელები, რომლებისთვისაც მაქსიმალურად ვცდილობთ დახმარებას, რათა შევუმსუბუქოთ ის ტკივილი, რომელიც მათ ომიდან გამომდინარე მიიღეს. ჩვენ ასევე ვცდილობთ მაქსიმალურად სოლიდარულები ვიყოთ უკრაინის მისამართით ჩვენი დიპლომატიური არხებით ვცდილობთ დახმარებას, ძალიან ბევრ რეზოლუციას თუ განცხადებას მიუერთდა საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. სულ ახლახან დავბრუნდი ნიუ-იორკიდან სადაც გაიმართა სპეციალური სესია გაეროში, რომელიც უკრაინას მიეძღვნა. მიღებულ იქნა რეზოლუცია უკრაინასთან მიმართებაში და სწორედ ამ რეზოლუციის თანასპონსორი იყო საქართველო", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები