26 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
მთავარი გზავნილი მოგვცეს პარტნიორებმა, რაც დამატებითი სტიმულია, რომ გადავდგათ ნაბიჯები და მივაღწიოთ მიზანს, რომლისთვისაც დიდ ძალისხმევას ვწევთ - დარჩიაშვილი

 

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპელი პარტნიორებისგან მთავარი გზავნილი არის ის, რომ ისინი საქართველოს ბოლოდროინდელ პროგრესს ხედავენ, რაც ქვეყნისთვის დასახული მიზნის მისაღწევად დამატებითი სტიმულია.

როგორც დარჩიაშვილმა "კურიერი P.S"-ის ეთერში აღნიშნა, ევროკავშირისგან მიღებული რეკომენდაციების შესასრულებლად 82-ზე მეტი კანონი იქნა მიღებული.

"ჩვენ მთავარი გზავნილი მოგვცეს პარტნიორებმა, რომ ის ძალისხმევა რომელიც საქართველომ გაწია გასული წლის განმავლობაში და მე მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ძალიან აქტიური საპარლამენტო წელი იყო 2022 წელი. 82 კანონზე მეტი ახალი კანონი იქნა მიღებული იმისთვის, რომ ქვეყანამ შეასრულოს ის რეკომენდაციები რომელიც ჩვენ ევროკავშირისგან მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები ბრიუსელში და არა მარტო, სხვა დედაქალაქებში, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვგეგმავთ ვიზიტებს და ვახორციელებთ მათ, ხედავენ საქართველოს მიღწეულ პროგრესს და ეს არის ჩვენთვის დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ გადავდგათ ნაბიჯები, შევასრულოთ 12 რეკომენდაცია და მივაღწიოთ იმ მიზანს, რომლისთვისაც ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვწევთ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

დღის ამბები