"ფრენსის სასადილო"- ანიმაციური ფილმი, რომელიც ორი ქვეყნის საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია.
იდეა რეჟისორ ანა ჩუბინიძეს ეკუთვნის, რომელმაც პროექტზე მეგობრებთან ერთად იმუშავა. ფილმი თოჯინური ანიმაციური ტექნიკით არის შექმნილი, გამოძერწილია ფიგურები და კოსტიუმები კი ხელით არის შეკერილი.
ანიმაცია "ფრენსის სამზარეულომ“ უკვე გაიმარჯვა ამერიკისა და კანადის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ნამუშევრებს შორის - საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაში, თუმცა, პირველობის დათმობას არ აპირებს და კონკურსებში მონაწილეობას განაგრძობს.