26 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
მკვლელი რეჟიმის შემქმნელს აჯილდოებენ "ადამიანის უფლებების დაცვისთვის"... მართლა ხომ არ გაჟრიალებთ ვიკინგებო? - ზურაბ ქადაგიძე

"ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას იხსენებს:

"სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო,“ ეს ფრაზა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია გირგვლიანის საქმეზე.

გადის წლები და ამ მკვლელი რეჟიმის შემქმნელს აჯილდოებენ "ადამიანის უფლებების დაცვისთვის"...

თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ, ვიკინგებო?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

დღის ამბები