ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით პარტიის წევრებმა, მათ შორის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მიმართა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, შეკრების მთავარი მიზანია ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.
"ეს ხალხი, რომელიც აქ შეიკრიბება, ის აქტიურობა, ის პროცესი, რომელიც მიმართულია ერთადერთი და მნიშვნელოვანი საკითხისთვის, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები, ამ ქვეყანაში არსებობდეს ცივილიზებული სასამართლო, ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი ევროპაში, არ გაჩერდება," - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი.