საგურამოში პარტია "გირჩის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თაღლითობის მუხლით მიმდინარე საქმეებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ადგილობრივებს ბრალი უსაფუძვლოდ წარუდგინეს.
საუბარია მიწის ნაკვეთების რეალიზაციის ფაქტზე, რის გამოც, "გირჩის" ინფორმაციით პროკურატურამ არაერთი პირი პასუხისგებაში მისცა.