26 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
საბრძოლო მასალა არ გვაქვს, იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება - ვოლოდიმირ ზელენსკი

საბრძოლო მასალა არ გვაქვს. აღმოსავლეთში მდგომარეობა რთულია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც იაპონური გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებსა და ევროპას შეიარაღების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ტანკების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტანკები დეოკუპაციისთვის მნიშნელოვანია.

"იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონურ გამოცემა The Yomiuri Shimbun-თან ინტერვიუში განაცხადა. ჯერ არ შეგვიძლია დაწყება. მათ "ჯარისკაცებს" ჯერ ვერ გავგზავნით", - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის კონტრიერიშთან დაკავშირებით, რომელიც გაზაფხულზე იგეგმებოდა.

მისივე თქმით, საჭიროა დამატებითი დახმარება - საბრძოლო მასალით და ავიაგამანადგურებლებით, ამიტომ, სამხედროები უკრაინის პარტნიორებისგან ელიან მათ გადმოცემას.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის არმია ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს უშვებს, ვიდრე უკრაინა.

ცნობისთვის, ზამთარში უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ 2023 გაზაფხულზე უკრაინა დიდ კონტრიერიშს გეგმავს.

დღის ამბები