25 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით სპეციალური შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე, საქართველოში, ინფექციასთან ბრძოლისთვის გატარებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ქვეყანას, უკანასკნელ პერიოდში, ტუბერკულოზის მართვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და საქართველომ შეძლო ტუბერკულოზის ინციდენტობის 50%-ით შემცირება.