26 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
შს მინისტრი მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს შეხდა. შეხვედრაზე, ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

გერმანიის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული თანამშრომლობა გერმანულ მხარესთან რეადმისიის სფეროში. მხარეებმა აგრეთვე, საქართველოსთვის გერმანიის მიერ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების საკითხი განიხილეს. შედგა შეთანხმება, რომ ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

დღის ამბები