რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. საერთაშორისო ტურნირში საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდიც მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი წელს, საფრანგეთში ჩატარდება.
საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 12 ქვეყნის გუნდი. კენჭისყრა უკვე ჩატარდა, რომლის მიხედვით, საქართველო ბრიტანეთის, სამხრეთ აფრიკისა და ესპანეთის გუნდებთან ერთად იასპარეზებს.