26 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
კუბილიუსები, ფოტიგები, კიდევ ქალბატონი რაისა, გვარი არ მახსოვს, არ არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები, ისინი არიან "ნაციონალური მოძრაობის" ფასიანი ლობისტები - ირაკლი ზარქუა 

"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" ფასიანი ლობისტია.

ამასთან, როგორც მან სესიაზე განაცხადა, "ქართული ოცნება" ვერ განიხილავს მათ რეკომენდაციებს და იმ რეზოლუციას, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია:

"ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი, კუბილიუსები, ფოტიგები, კიდევ ქალბატონი რაისა, გვარი არ მახსოვს, გრიგოროვები და ასე შემდეგ, ნამდვილად არ არიან ჩვენ ქვეყნის მეგობრები. ისინი არიან კონკრეტული პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" ფასიანი ლობისტები. ვერ განვიხილავ მათ რეკომენდაციებს, არც იმ რეზოლუციას, სადაც ჩამიწერეს, რომ თურმე სააკაშვილი, რომელიც მთელ რიგ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი და ეს დადასტურებულია, სააკაშვილი, რომელსაც ევროპული სასამართლოს მხრიდან მისჯილი აქვს გირგვლიანის თემაზე, ის თურმე პოლიტპატიმარია.

მეორე კიდევ, ქართული ჯარი რომ გაძარცვა და მილიარდერი გახდა, თურმე ის არის მედია დევნილი. ამ რეზოლუციას თქვენ დაუჭირეთ მხარი, კი ბატონო იმიტომ, რომ თქვენი დამფინანსებლები არიან, მაგრამ ჩვენთვის ის ევროპა არ არის, გამორიცხულია. ჩვენთვის ევროპა არის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება. ახლა არის კარგი შესაძლებლობა ევროკავშირში, რომ შეცდომა გამოვასწოროთ და კანდიდატის სტატუსი ღირსეულად, დამსახურებულად მიენიჭოს საქართველოს," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

 

დღის ამბები