26 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა - ალიანსის მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.

როგორც ნატო-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნატოს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.

ნატოს-ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საქართველოსთან პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა მიმოიხილეს.

“[შეხვედრამ] საშუალება მოგვცა მიმოგვეხილა ასეთი არასტაბილური წლის შემდეგ საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ სიტყვითა და საქმით საფრთხე ექმნება ევროპული უსაფრთხოების ატქიტექტურის ბაზისს. რათა აზრები გაგვეცვალა საქართველოს რეფორმების მიმართულებისა და ტემპის შესახებ - ქვეყნის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში - და განგვეხილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები”, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ.

განცხადების თანახმად, ნატოს მოკავშირეებმა აღნიშნეს, რა ნაბიჯებია საჭირო საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის სიმყარისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

“ნატოს მოკავშირეებლა გაითვალისწინეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის “უცხოური აგენტების” კანონის ბოლოდროინდელი გაწვევა. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის გახანგრძლივებული გამოწვევა”, - წერია განცხადებაში.

ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დღის ამბები