26 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
პოლიტიკური პარტიები და მათ საფარქვეშ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები - ქართული ოცნება ოპოზიციას მორიგ ბრალდებას უყენებს

რუსეთიდან მიღებული ჰონორარების შემდეგ, მმართველი გუნდი ელენე ხოშტარიას ახალ ბრალდებას უყენებს. პარტია "დროას" საფარქვეშ შექმნილ ანალოგიური სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციაზე "ღამის კურიერში" პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციურ პარტიებში ენჯეოების მიერ მიღებული ფინანსების პოლიტიკური მიზნით გამოყენება აპრობირებული მეთოდია. პარლამენტის სპიკერის აზრით, დონორებისგან მიღებული თანხის არამიზნობრივი გამოყენება მესამე სექტორის რეალურ დანიშნულებას ფორმას უცვლის.

ბრალდების მთავარმა ადრესატმა დღეს სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ელენე ხოშტარიამ ოპონენტს სოციალური ქსელში მოკლე სტატუსით და ფოტოთი უპასუხა. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ პარტიებს აქვთ ამას არც დროას პარტნიორ "გირჩი -მეტი თავისუფლებაში" უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ საუბარი ამ გზით პარტიების დაფინანსებაზე სპეკულაციურია.

პარტიების საფარქვეშ ენჯეოების მუშაობას ევროპაში აპრობირებულ მეთოდს უწოდებენ "დროას" კიდევ ერთ პარტნიორ პოლიტიკურ ძალაში. სტრატეგია აღმაშენებელში პარტიული არასამთავრობოების მიზნად საგანმანატლებლო პროექტების განხორციელებას ასახელებენ.

ოპონენტების მხრიდან საგანმანათლებლო პროექტებზე საუბარს აქცენტების არასწორი მიმართულებით გადატანად აღიქვამს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ გზით პოარტიებში დიდი ფინანსური ტრანშები ხორციელდება, რომელიც გამჭვირვალე არ არის. "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სწორედ მსგავსი პროცერსების ღიაობას შეუწყობდა ხელს.

პარტიების ქოლგის ქვეშ არასამთავრობოების საქმიანობის შესახებ უმრავლესობა რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობს და ფაქტს ოპონენტების მხრიდან სამოქალაქო საზოგადეოების დისკრედიტირების მცდელობად მიიჩნევს.

დღის ამბები