ხვიჩა კვარაცხელია ოჯახის წევრებთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა, ინფორმაციას თავად საპატრიარქო ავრცელებს.
"ა.წ. 23 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, -ხვიჩა კვარაცხელია მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სამღვდელოება, ფეხბურთელის ოჯახის წევრები და საცოლე.
მისმა უწმინდესობამ დალოცა ხვიჩა კვარაცხელია, მისი თანმხლებნი შემდგომი წარმატებები და ბედნიერება უსურვა," - აღნიშნულია ინფორმაციაში.